| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 32 100 აბიტურიენტი
ჩაირიცხა, რომელთაც საქართველოს ბანკი სტუდენტურ ბარათებს მომსახურების მთელი სპექტით
სთავაზობს.
კერძოდ, ბანკის
ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეთავაზების თანახმად, სტუდენტური ბარათების მფლობელები
შეძლებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა, დააგროვონ PLUS–ები და შემდეგ
საჩუქრებში გადაცვალონ, ასევე ისარგებლებენ შეთავაზებებით და სრულ საბანკო მომსახურებას
მიიღებენ საკუთარ მობილურში.
ბარათის შეკვეთა
შესაძლებელია ბანკის ვებ-გვერდიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ნებისმიერ ფილიალში.
ბარათის შესაკვეთად აუცილებელია სტუდენტის სტატუსის ქონა. ბარათს სტუდენტები შეკვეთიდან
არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში მიიღებენ.
2022 წელს ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი
აბიტურიენტი გავიდა. სტუდენტის სტატუსის
მოპოვება კი ამ აბიტურიენტთა 77%–მა შეძლო. უმაღლეს სასწავლებლებში წელს 32 100 პირველკურსელი
ჩაირიცხა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss