ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„კავკასუს ავტოიმპორტი“ – თურქეთის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მანქანების ტრანსპორტირება გააძვიროს
30 აგვისტო, 2022, 12:03
„კავკასუს ავტოიმპორტი“ – თურქეთის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მანქანების ტრანსპორტირება გააძვიროს

თბილისი (GBC) – „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ თურქეთის მთავრობის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე ტვირთების ტრანსპორტირების ფასის გახუთმაგებასთან დაკავშირებით GBC-ს უთხრა, რომ ახალი ტარიფები შესაძლოა ავტომობილების ტრანსპორტირებაზეც აისახოს და თითოეული მანქანის ჩამოტანის საფასური დაახლოებით $100–ით გაიზარდოს.


,,ფასების ზრდა გარდაუვალია, თუმცა საზღვაო ხაზებისგან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია’’, - აცხადებს სურგულაძე.  კომპანიის ხელმძღვანელი ერთეულ ავტომობილზე ტრანსპორტირების ფასის ზრდას 100 დოლარით ვარაუდობს და მისი თქმით აღნიშნული ფასნამატი მოთხოვნაზე არ იმოქმედებს შემცირების მიმართულებით.


შეგახსენებთ, რომ თურქეთის სრუტეებზე ახალი სატარიფო პოლიტიკა ძალაში 7 ოქტომბრიდან შედის. ამ ცვლილებების შედეგად თურქეთის ყოველწლიური შემოსავალი $200 მლნით გაიზრდება. დღეის მდგომარეობით ქვეყანა აღნიშნული სრუტეებიდან მხოლოდ $40 მლნ იღებს წელიწადში.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები