| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – თურქეთში
ბუნებრივი გაზის იმპორტი ივნისში 5,6%–ით შემცირდა წინა წლის ივნისთან შედარებით და
3,836 მლრდ კბ/მ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის
მარეგულირებელი სამმართველო ავრცელებს.
მთელი იმპორტიდან 3,274 მლრდ კბ/მ გაზი ქვეყანამ მილსადენებით
მიიღო, ხოლო 561,8 მლნ კბ/მ გათხევადებული ბუნებრივი გაზის სახით ტანკერებიდან.
საანგარიშო პერიოდში მილსადენებით გაზის იმპორტი
13,5%–ით შემცირდა, ხოლო ტანკერებით მიღებული გათხევადებული გაზის მოცულობა 102%–ით
გაიზარდა.
ივნისში ყველაზე მეტი გაზი თურქეთმა რუსეთიდან მიიღო
– 1,689 მლრდ კბ/მ. შემდეგ მოდის ირანი – 855 მლნ კბ/მ და აზერბაიჯანი – 729,4 მლნ
კბ/მ.
ამავე პერიოდში რუსეთიდან და ირანიდან იმპორტი, შესაბამისად,
29,5%–ით და 1,4%–ით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიწოდებული
ბუნებრივი გაზის მოცულობა 39,6%–ით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss