ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგროკომპანიებისთვის ექსპორტის ხელშეწყობის ინოვაციური პროგრამა ამუშავდა
29 აგვისტო, 2022, 16:36
აგროკომპანიებისთვის ექსპორტის ხელშეწყობის ინოვაციური პროგრამა ამუშავდა

თბილისი (GBC) – აგრობიზნესში ჩართული ქართული კომპანიებისთვის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში"და სოფლის განვითარების სააგენტომ ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი, ინოვაციური პროგრამა დაიწყეს. პროგრამა მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო.

 

პროგრამის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ კომპანიებთან და დახმარებას გაუწევს მათი საექსპორტო შეთავაზების სათანადოდ ჩამოყალიბებაში, სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე შესაბამისი მყიდველების იდენტიფიცირებასა და საქმიანი გარიგებების დამყარებაში. პროექტი ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე.

 

ექსპორტის საბაზრო კავშირების დამწარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტომ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები