ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეკონომიკური მდგომარეობა სსფ–ის წარმომადგენელთან გვენეტაძემ და ხუციშვილმა განიხილეს
29 აგვისტო, 2022, 15:44
ეკონომიკური მდგომარეობა სსფ–ის წარმომადგენელთან გვენეტაძემ და ხუციშვილმა განიხილეს

თბილისი (GBC) – ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან პოლ ჰილბერსთან ორშაბათს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.  კობა გვენეტაძემ და ლაშა ხუციშვილმა სტუმარს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები გააცნეს. 

 

სებ–ის ცნობით, კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს, კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება.

 

საუბარი, ასევე, შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროგრამას (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.  „საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. წლების განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. პოლ ჰილბერსთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე და სებ-ის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სსფ-ის მიერ დადებითად არის შეფასებული“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

 

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები