ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი კაპიტალი ლარის კურსს 2,8–თან ახლოს პროგნოზირებს
29 აგვისტო, 2022, 15:11
თიბისი კაპიტალი ლარის კურსს 2,8–თან ახლოს პროგნოზირებს

თბილისი (GBC) – 22–26 აგვისტოს კვირაში ლარი დამატებით გაუფასურდა. მაშინ, როდესაც უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის აზრით, ძირითადი მიზეზი ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინებია.

მთავარი ეკონომისტის კვირის განახლების თანახმად, თავისთავად, თუ ბაზრის მონაწილეები მე-4 კვარტალში ლარის დასუსტებას მოელიან, მაშინ სპეკულაციურ ქცევას მანამდე ექნება ადგილი. ეს ქცევა აშკარაა ივლისის სესხებისა და დეპოზიტების დინამიკიდან, და ასევე აგვისტოს დეპოზიტების წინასწარი შეფასებიდან.

მთავარი ეკონომისტის თქმით, საკუთრივ, მოიმატა სესხების ლარიზაციამ, მაშინ, როდესაც დეპოზიტების მხარეს ვალუტაში ინვესტირება ჭარბობს. შედეგად, საბანკო სექტორის ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში მკვეთრად გაიზარდა და ბუნებრივია ამ მხრივ ნორმალიზებაა მოსალოდნელი, რაც საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის მზარდი განაკვეთების მიუხედავად, ადგილობრივი ვალუტის დეპოზიტებზე ისედაც რეკორდულად დაბალი განაკვეთების დამატებით შემცირებას გულისხმობს.

ეს ფაქტორი კი, ლარის დეპოზიტების ზრდის ხელშეწყობის გარდა, ვალუტის დეპოზიტების გახარჯვასაც გამოიწვევს.

„ამდენად, ახლა შედარებით უფრო მეტი რწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის სეზონური გაუფასურება მის სადღეისო კურსში დიდწილად უკვე გათვალისწინებულია. ამ ფონზე, რა შეიძლება ითქვას მოლოდინების კუთხით? ჩვენი აზრით, სენტიმენტები გარკვეულწილად მაინც შეიცვლება და ისედაც მაღალ სავალუტო შემოდინებებს, შემდგომ პერიოდში, უკვე სესხებისა და დეპოზიტების არხიდან ვალუტის მიწოდებაც დაემატება. შესაბამისად, აშშ დოლარი/ლარის ჩვენი ადრინდელი საპროგნოზო ნიშნული, რომელიც დაახლოებით 2.80-ს შეადგენს, როგორც ჩანს სადღეისოდაც ძალაშია“, - ნათქვამია მთავარი ეკონომისტის განახლებაში.

თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოდან, წმინდა შემოდინებები კვლავ ლარის მხარდამჭერია, ლარის საშუალო კურსის მხრივ, აშშ დოლარის გაძლიერების მიუხედავად შეფასება ისევ ნეიტრალური ან შესაძლოა გარკვეულწილად ასევე ლარის მხარდამჭერია კიდეც, ხოლო ინფლაციის კუთხით, მისი მოსალოდნელი შემცირების გამო, შეფასება უფრო ნეგატიურია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები