ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სუბსიდია ვაშლის მოსავალზეც გავრცელდება
29 აგვისტო, 2022, 15:00
სუბსიდია ვაშლის მოსავალზეც გავრცელდება

თბილისი (GBC) – ფერმერების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობამ ვაშლის მოსავლის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამაში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული და შეიქმნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს.

 

„ვაშლის სუბსიდირების საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ოთარ შამუგიამ მოამზადა ეს საკითხი. წელს ჩვენ 120 ათას ტონა ვაშლს ველოდებით. ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც ასევე გავაკეთებთ სუბსიდირებას. მოგეხსენებათ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას და ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, ხაზს ვუსვამ- არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ფერმერები მიიღებენ შესაბამის შემოსავალს. დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული ამ პროგრამაში, ბატონი ოთარ შამუგია გააკეთებს შესაბამის საკოორდინაციო შტაბს და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება მოგვარებული",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები