| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს, 29
აგვისტოს დაამტკიცებენ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400
დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700,
ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება.
პრემიერის თქმით, 2025 წლამდე ახალი
საცხოვრებელი ფართები ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა.
„ჩემი ახალი ინიციატივის ფარგლებში,
რომელიც შეეხებოდა განვადებით მშენებლობას, ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე
გამოგვაქვს საკითხი, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და რომელიც
შეეხება დევნილებისთვის სახლების მშენებლობას განვადებით. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ
13 000 ოჯახზე და ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის
განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს,
მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის
განსახლება მოხდება. ჯამში, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები, ბინები,
სახლები გადაეცემა 13 000-მდე ოჯახს. 7 000 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალაშენებულ
კორპუსებში, ხოლო დარჩენილი 6 000 ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში
განსახლდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენს დევნილებს ღირსეული პირობები
შევუქმნათ მანამ, სანამ ისინი არ დაბრუნებულად აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ეს არის
ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში
ათასობით ოჯახს გადავეცით ბინები და საცხოვრებელი სახლები", - განაცხადა
პრემიერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss