ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მადლობა ერდოღანს, მაშველებს, ჯარს – ღარიბაშვილმა ხანძართან ბრძოლის შედეგები შეაჯამა
29 აგვისტო, 2022, 14:13
მადლობა ერდოღანს, მაშველებს, ჯარს – ღარიბაშვილმა ხანძართან ბრძოლის შედეგები შეაჯამა

თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ხანძრის ქრობის პროცესი შეაჯამა და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სახანძრო ავიაციით დახმარებისთვის.

პრემიერის თქმით, ტყის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი შესაძლოა დივერსიის შედეგიც ყოფილიყო.

ბოლო მონაცემებით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის უწყვეტი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სექტორებზე არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება. მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები