ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსეთიდან კაპიტალგადინება, მათ შორის საქართველოში, წლის ბოლომდე $200 მლრდ–ს გადააჭარბებს
26 აგვისტო, 2022, 17:42
რუსეთიდან კაპიტალგადინება, მათ შორის საქართველოში, წლის ბოლომდე $200 მლრდ–ს გადააჭარბებს

თბილისი (GBC) – მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთიდან კაპიტალის გადინება $200 მლრდ–ს გადააჭარბებს, ნათქვამია BCS Global Markets–ის (BCS GM) ანგარიშში, რომელსაც რუსული მედია აქვეყნებს. კაპიტალის გადინებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ შინამეურნეობებს: რუსების პირადმა გადარიცხვებმა თებერვალი–აგვისტოს პერიოდში $14 მლრდ შეადგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თებერვალში ნახტომისებურად გაიზარდა რუსეთიდან უცხოეთში გადარიცხვები და $3,5 მლრდ შეადგინა, თუმცა კაპიტალის მოძრაობაზე კონტროლის გამკაცრებამ ეს პროცესი შეანელა. შეზღუდვების შერბილების შემდეგ კი რუსები უცხოეთში კაპიტალის გატანას განაგრძობენ. ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობამ $5,2 მლრდ შეადგინა.

კაპიტალის გადინების ძირითადი მიმართულებები მეზობელ ქვეყნებში მიდის, მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში. ივნისში ამ ქვეყნებში გადარიცხულმა თანხამ ჯამში 2021 წლის ივნისის მაჩვენებელს 8–ჯერ გადააჭარბა.

წლის პირველ ნახევარში კერძო სექტორის მიერ კაპიტალის გადინებამ $130 მლრდ შეადგინა, რაც რუსეთის მშპ–ის 11%–ია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები