ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარნეულში მარცვლეულის წარმოება იზრდება
26 აგვისტო, 2022, 12:13
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარნეულში მარცვლეულის წარმოება იზრდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის დაფინანსებით კომპანია „ლომთაგორა“-მ მარნეულის რაიონის სოფელ იაღლუჯაში მარცვლეულის წარმოება 40%-ით გაზარდა.

 

„ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოვახერხეთ კომბაინის და საბრუნავი პროდუქციის შეძენა. ჩვენ ვაწარმოებთ, როგორც სიმინდს, ისე, ხორბალს, რომლის რეალიზებასაც ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ბანკის დახმარებით მეტი მარცვლეულის წარმოება გადავწყვიტეთ, რადგან ქვეყანაში საკმარისი ოდენობის პროდუქტი სამწუხაროდ არ იწარმოება.  სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებით კიდევ 100% გავზარდოთ წარმოება და სრულად ავითვისოთ ის ფართობი, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, კახა ლაშხი.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ აგრომიმართულების პროექტები. საქართველოს ბანკი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს რეგიონებში ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და სამომავლოდ განვითარებაზე ფიქრობს. ასეთია ჩვენს მიერ დაფინანსებული კომპანია, რომელიც მარცვლეულის საწარმოებლად დამატებით ფართობის სრულად ათვისებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ აგრო დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკში შექმნილია კომპეტენციის ცენტრი, სადაც თვალყურს ადევნებენ დარგის ტენდენციებს და კვალიფიციური კადრები ბიზნესებს შესაბამის დახმარებას უწევენ, გასცემენ სასარგებლო რჩევებს მიზნობრივი დაფინანსებისა თუ სპეცპროექტის სწორად შერჩევისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მარცვლეულის ბიზნესის მხარდაჭერას, რათა გავზარდოთ ქვეყანაში შიდა წარმოების ხელშეწყობა“, - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები