| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 726 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 776 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). საქსტატის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 68.5%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, სასტუმროს მომსახურებით
დაკავებული ეკონომიკური
სუბიექტებისათვის ყველაზე
გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას
წარმოადგენდა „ინდივიდულური
მეწარმე“, რომელიც
შეადგენდა 2021 წელს მოქმედი
სასტუმროებისა და
სასტუმროს ტიპის
დაწესებულებების საერთო
რაოდენობის 53.3%-ს.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის განაწილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით:
სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7% - სახელმწიფო საკუთრებაში.
2021 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2.7 მლნ კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 49.2%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან იჯარით გაცემული იყო 65.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.3 მლნ კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 59.3-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
2021 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 87.8 ათასი შეადგინა, რაც 51.7 %-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 60.2 %-ით და 43.1 ათასი შეადგინა.
ამ პერიოდში საქართველოს სასტუმროები
და სასტუმროს
ტიპის დაწესებულებები 3.1მლნ სტუმარს
მოემსახურა, რაც
127%-ით მეტია წინა
წლის შესაბამის
მაჩვენებელზე. სტუმართა
43.5%-ს
უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან
10.4% რუსეთის
ფედერაციაზე მოდის,
9.5 % - უკრაინაზე,
ხოლო 9.5 % - არაბთა გაერთიანებულ
ემირატებზე. ევროკავშირის
ქვეყნების წილი
უცხოელი სტუმრების
10.1%-ს შეადგენს,
რომელთა შორის
34.6%-ს გერმანიის, ხოლო 33.0%-ს პოლონეთის მოქალაქეები
წარმოადგენენ.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2020-2021 წლებში სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში უცხოელი სტუმრების რაოდენობის განაწილებას ქვეყნების მიხედვით:
2021 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან
საქართველოს სასტუმროებსა
და სასტუმროს
ტიპის დაწესებულებებს უმეტესად
სტუმრობდნენ რეკრეაციისა
და დასვენების
მიზნით (71.6%).
ამ პერიოდში,საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 18 283 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56.6%) ქალები წარმოადგენდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss