| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)
– ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ ივლისში 576 081 ერთეული შეადგინა,
ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 6 504 238 ერთეულია.
საკრედიტო ბარათებიდან 156 844 ერთეულია VISA, 103 648
ერთეული – EC/MC, ხოლო სხვა – 315 589 ერთეული.
სადებეტო ბარათების გადანაწილება შემდეგია: VISA – 2
151 985 ერთეული, EC/MC – 3 671 726 ერთეული და სხვა – 680 527 ერთეული.
სებ–ის მონაცემებით, რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული
საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობამ ივლისში სულ 57 471 452
ერთეული შეადგინა. მათ შორის, რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით
საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების რაოდენობამ 53 592 644 ერთეული,
ხოლო საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობამ 3 878 808 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ბარათებით განხორციელებული ოპერაციების
მოცულობას ფულად გამოსახულებაში, ივლისში სულ 5 026 619 264 ლარი შეადგინა, მათ შორის
რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელებული
ოპერაციების მოცულობა 4 522 290 146 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების
მოცულობა 504 329 117 ლარი იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss