| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
– საქართველოს კომერციულ ბანკებში ბანკთაშორისი დეპოზიტების მოცულობა ივლისში,
2021 წლის ივლისთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია 1,432 მლრ ლარს აღემატება (2021–ის
ივლისი – 762 მლნ). ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებშია
ნათქვამი, რომელიც ხუთშაბათს, 25 დეკემბერს გამოქვეყნდა.
მათ შორის, მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა ივლისში
837 050 000 ლარს შეადგენს, საიდანაც ეროვნულ ვალუტაში 27 237 000 ლარია განთავსებული,
ხოლო უცხოურ ვალუტაში 809 813 000 ლარის ეკვივალენტი.
ვადიან ბანკთაშორის დეპოზიტებს რაც შეეხება, მათი მოცულობა
595 383 000 ლარს შეადგენს, საიდანაც ეროვნულ ვალუტაში 78 616 000 ლარია განთავსებული,
ხოლო უცხოურ ვალუტაში 516 767 000 ლარის ეკვივალენტი.
სებ–ის მონაცემებით, წლიური საშუალო შეწონილი საპროცენტო
განაკვეთი ბანკთაშორისი დეპოზიტების საერთო მოცულობაზე სულ 3,6%–ს შეადგენდა. მათ შორის
მოთხოვნამდე დეპოზიტებზე ლარში საშუალოდ 1,9% იყო, უცხოურ ვალუტაში განთავსებულ მოთხოვნამდე
დეპოზიტებზე კი 0,4%.
ვადიან დეპოზიტებს რაც შეეხება, საშუალო საპროცენტო
განაკვეთი 3,7% იყო. ეროვნულ ვალუტაში 10,9%, ხოლო უცხოურ ვალუტაში 2,6%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss