| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რუსეთში
ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვები თებერვლიდან 40,5%–ით დავარდა.
ამის შესახებ გამოცემა Shopper’s „სბერინდექსისა“ და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ერთობლივ
კვლევაზე დაყრდნობის წერს. გაყიდვების შემცირების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ფულის დაზოგვის
სურვილი სახელდება. ასევე, მოსახლეობას უჭირს ქვეყნიდან გასული ბრენდების ალტერნატივის
შერჩევა.
კრიზისის პერიოდში რუსებმა უპირველესად ტანსაცმელსა
და ფეხსაცმელზე დაიწყეს ეკონომია, აცხადებს Fashion Consulting Group–ის დირექტორი
ანუშ გასპარიანი. მისი თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 100–მა საერთაშორისო ბრენდმა შეწყვიტა
მუშაობა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიწოდება კი მესამედით შემცირდა.
რუსეთის ბაზრიდან სხვადასხვა პროფილის 1000–ზე მეტი
უცხოური კომპანია გავიდა მას შემდეგ, რაც კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე
სრულმასშტაბიანი იერიში მიიტანეს 24 თებერვლიდან. აღნიშნულ კომპანიებში დაახლოებით
5 მლნ რუსი იყო დასაქმებული, რომელთაც შემოდგომიდან უმუშევრობა ემუქრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss