ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გაიზრდება თუ არ მარსის ნიადაგზე ბოსტნეული?
24 აგვისტო, 2022, 13:01
გაიზრდება თუ არ მარსის ნიადაგზე ბოსტნეული?

თბილისი (GBC) – ექსპერტებმა მარსის ნიადაგზე ჭარხალი, ბოლოკი და სალათის ფოთოლი მოიყვანეს, თუმცა ისინი არ ჰგვანან დედამიწელ ანალოგებს.

აიოვას შტატის მეცნიერება ლაბორატორიულ პირობებში მარსის გრუნტზე გაზარდეს აღნიშნული ბოსტნეული. ამის შესახებ  Space–ზე დაყრდნობით KorrespondenТ წერს.

მარსზე ეკიპაჟების გამოკვება საკმაოდ ძვირია და ამის გამო ექსპერტები დიდი ხანია ეძებენ მარსზე სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოყვანის შესაძლებლობას. თუმცა, პლანეტის ნიადაგი ღარიბია და არ შეიცავს საკმარის საკვებ ნივთიერებებს, რაც მნიშვნელოვანია მცენარეთა გასაზრდელად, ხოლო წყალი უკიდურესად მარილიანია.

მეცნიერებმა ახალ კვლევაში წითელი პლანეტის ვულკანური ქანები შეისწავლეს და მცენარეთა მოყვანის ექსპერიმენტიც ჩაატარეს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იონჯა, რომელსაც პირუტყვის გამოსაკვებად იყენებენ, კარგად იზრდება მარსის გრუნტში. მეტიც, როდესაც მეცნიერებმა მოყვანილი იონჯა დაფქვეს, მიიღეს ფხვნილი, რომელიც სასუქად გამოდგება იგივე გრუნტში ჭარხლის, ბოლოკისა და სალათის ფოთლის გასაზრდელად.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ზღვის ბაქტერიების Synechococcus sp. PCC 7002 მეშვეობით, რომლებიც დედამიწაზე ზღვის წყლის გამტკნარებისთვის გამოიყენება, კარგი საშუალებაა მარსიანული წყლისგან მარილის მოსაშორებლად.

თუმცა, მარსის გრუნტზე მოყვანილი მცენარეები საკვებად არც თუ სასურველი გამოვიდა დაბალი კვებითი თვისებების გამო.

 

ფოტო: space.com

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები