ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ოთხშაბათიდან თელავში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთვლის საკოორდინაციო შტაბი
24 აგვისტო, 2022, 10:37
ოთხშაბათიდან თელავში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთვლის საკოორდინაციო შტაბი

თბილისი (GBC) - რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც თელავში ოთხშაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა, 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს რთვლის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.

შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც 2022 წლის რთვლის განმავლობაში, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითლისა და კახური მწვანისთვის - 0,35 ლარი. მოსავლის დაბინავებაში წელს 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები