| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ყაზახეთის
ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ რუსეთის სანკტ–პეტერბურგის პორტში, რომელიც ყაზახური
ურანის ექსპორტის მთავარი გამტარია მსოფლიო ბაზარზე, დაბრკოლებები შეიქმნება, ნურ–სულთანი
ტრანსკასპიურ დერეფანზე გადაერთვება.
„ყაზახეთის ურანის ეროვნული კომპანიის“ ხელმძღვანელმა
ერკან მუკანოვმა განაცხადა, რომ კომპანია სათანადო ღონისძიებებს ატარებს რეგიონში შექმნილი
გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკების გასანეიტრალებლად.
მისივე თქმით, სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს,
ურანისა და ბირთვულ დარგებს არ ეხება: „დღეისათვის რუს პარტნიორებთან გრძელვადიანი
პროექტების მიმართულებებით რისკების პროფილში ცვლილებები არ არის. თუმცა, შესაძლო ცვლილებებისთვის
ჩვენ მზად ვართ“.
ყაზახეთი წელიწადში დაახლოებით 24 ათას ტონა ურანს მოიპოვებს
და ამ სიმძლავრეების სამომავლოდ შენარჩუნებას აპირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss