| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უნგრეთის მთავრობამ გადადო ეროვნულ ზეიმთან დაკავშირებით
დაგეგმილი გრანდიოზული ფეიერვერკი და ამის მიზეზი სინოპტიკოსების პროგნოზი გახდა, რომლის
თანახმად ქვეყნის დედაქალაქში კოკისპირულ წვიმას ელოდნენ. პროგნოზი არ გამართლდა. რეალურად
ქვეყნის მთავრობაში დაიქუხა და მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი თავის მოადგილიანად
გაათავისუფლეს სამსახურიდან.
წმინდა იშტვანის დღის აღნიშვნა ბუდაპეშტში გასულ შაბათს უნდა გამართულიყო,
20 აგვისტოს. დიდ თავად იშტვანს, რომელმაც უნგრეთი გააერთიანა და ქრისტიანულ სახელმწიფოდ
ჩამოაყალიბა, უნგრეთის დამაარსებელს უწოდებენ.
ეროვნული ზეიმი „ევროპაში ყველაზე დიდი ფეიერვერკით უნდა აღნიშნულიყო“,
რისთვისაც ორგანიზატორებმა 40 000 ფეიერვერკი შეიძინეს. ისინი ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე
მდინარე დუნაის ირგვლივ განათავსეს. სანახაობა 2 მლნ ადამიანზე იყო გათვლილი.
ზეიმამდე 7 საათით ადრე მთავრობამ გრანდიოზული ღონისძიების გადადება
გადაწყვიტა და ამის საფუძველი მეტეოროლოგების მიერ პროგნოზირებული კატასტროფული ბუნებრივი
პირობები დასახელდა.
7 საათის შემდეგ ბუდაპეშტის ციდან წვიმის ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზირებულმა თავსხმა წვიმამ
მიმართულება შეიცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დააქცია.
მეტეო სამსახურმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამან ვერ უშველა და სამსახურის
უფროსი და მისი მოადგილე დაითხოვეს.
უნგრელები არაერთგვაროვნად აფასებენ ამ ამბავს. ერთნი გმობენ მთავრობის
გადაწყვეტილებას სპეციალისტების სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით და სულაც არ
მიაჩნიათ ადეკვატურად გრანდიოზული ფეიერვერკების მოწყობა უკრაინაში მიმდინარე ომის
ფონზე. მოსახლეობის ნაწილი კი გაოგნებას გამოხატავს მეტეოროლოგების არაპროფესიონალიზმის
გამო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss