ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კრემლს მრეწველობა გეგმური ეკონომიკის რეჟიმზე გადაჰყავს – „სხვანაირად ვერაფერს ვაწარმოებთ“
19 აგვისტო, 2022, 17:02
კრემლს მრეწველობა გეგმური ეკონომიკის რეჟიმზე გადაჰყავს – „სხვანაირად ვერაფერს ვაწარმოებთ“

თბილისი (GBC) - ლენინის პერიოდის შემდეგ ყველაზე მწვავე საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი რუსეთის ხელისუფლება ბოლშევიკების რეცეპტებს მტვერს აცლის და მრეწველობის კრიტიკული დარგების გეგმური ეკონომიკის რეჟიმზე გადასაყვანად ემზადება.

„კვაზიმოდელი“ იმპორტის ჩანაცვლების ახალი მოდელის ნაწილი გახდება, რომლის შექმნაზეც მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მუშაობს, წერს RBC ვითარებაში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით.

ახალი მექანიზმი შესაძლოა უკვე შემოდგომიდან ამოქმედდეს და 2 000–მდე დასახელების საქონელს შეეხება. სახელმწიფო მომხმარებლებთან კონსულტაციებს გეგმავს იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის პროდუქციის შესაძენად არიან მზად. შემდეგ კი ამ მოცულობის წარმოებას დაგეგმავენ. სხვა შემთხვევაში დღეს შეუძლებელია რამის წარმოების დაწყება, განმარტავს სააგენტოს წყარო. მისი თქმით, ახალი „კვაზიგეგმის“ ფარგლებში სახელმწიფო გრძელვადიან მოთხოვნას შექმნის და უკვე განსაზღვრულია „პროდუქციის ხაზები“, რომლებზეც კონტრაქტები გაფორმდება.

მთლიანობაში რუსეთის მთავრობა 4 დარგის გადაყვანას აპირებს გეგმურ რეჟიმზე. ეს ის დარგებია, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებული იმპორტზე და დაკარგეს დასავლელი პარტნიორები.

მათ შორისაა ავიამრეწველობა, რომლისგანაც ხელისუფლება უცხოური ლაინერების სამამულოთი სრულად ჩანაცვლებას 2030 წლისთვის ელოდება და სიმძლავრეებიც სსრკ–ის დონეზე უნდათ რომ გაიყვანონ, რაც წელიწადში 100 თვითმფრინავის წარმოებას გულისხმობს.

იმავეს უპირებენ გემთმშენებლობას, რომელსაც ნორვეგიულ ძრავებზე ხელი აღარ მიუწვდება ყინულმჭრელების შესაქმნელად, ასევე ფარმაცევტულ მრეწველობას, რომლის მოწყობილობები რუსეთის ტერიტორიაზე პრაქტიკულად არ იწარმოება.

გეგმურ ეკონომიკაზე გადაყვანის მეოთხე კანდიდატია მოწყობილობების წარმოებაა. თუმცა, წყაროს ცნობით, რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო გეგმურ ეკონომიკაზე ტოტალურად დაბრუნებას ვერ შეძლებს, ვინაიდან ეკონომიკის სსრკ–ის ასამუშავებლად ყველა საწარმოო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში უნდა გადავიდეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები