| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თურქული ლირის კურსი ფორექსის საერთაშორისო
ბაზარზე დავარდა. თურქული ვალუტა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ ხუთშაბათს საპროცენტო
განაკვეთის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე გაუფასურდა, წერს RBC.
რეგულატორის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ლირა
დოლართან გაუფასურდა და ცოტა ხნით 18,15 ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, რაც 20 დეკემბრის შემდეგ
ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
პარასკევის ვაჭრობებზე დოლარი 18,1 ლირად ივაჭრება.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს ძირითადი საპროცენტო
განაკვეთი 14–დან 13%–მდე შეამცირა. რეგულატორმა განაცხადა, რომ მისთვის აუცილებელია
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტიმულირება.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება თითქმის
80%–იანი ინფლაციის მიუხედავად მიიღო, თანაც იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური
ბანკები ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით არიან დაკავებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss