| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ $3.1მლრდ შეადგინა, რაც 36.4 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 71.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1%-ით გაიზარდა და $2.2მლრდ-ს გაუტოლდა.ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2017-2022 წლებში:
იანვარ-ივლისში ათი
უმსხვილესი ქვეყნის
წილმა საქართველოს
მთლიან ადგილობრივ
ექსპორტში 81.9% შეადგინა. ამ მხრივ,
უმსხვილესი საექსპორტო
პარტნიორებია: ჩინეთი
($447.7 მლნ.), რუსეთი
($295.8 მლნ.) და თურქეთი
($274.3 მლნ.).
ამ პერიოდში
ადგილობრივი
ექსპორტის ათეულში
პირველ ადგილზე
სპილენძის მადნები
და კონცენტრატები არის
წარმოდგენილი $621.0 მლნ, აღნიშნული
სასაქონლო ჯგუფის
წილი მთლიანი
ადგილობრივი ექსპორტის
27.9%-ს შეადგენს. მეორე
ადგილზეა ფეროშენადნობები $348.3
მლნ. (მთლიანი
ადგილობრივი ექსპორტის
15.6%),
ხოლო მესამე
ადგილს იკავებს
აზოტოვანი სასუქები
$182.7 მლნ. (მთლიანი
ადგილობრივი ექსპორტის
8.2%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss