ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა სავალუტო ჯიხურები 100 000 ლარით დააჯარიმა.
18 აგვისტო, 2022, 14:32
სებ-მა სავალუტო ჯიხურები 100 000 ლარით დააჯარიმა.

თბილისი (GBC) -  სებ-მა სავალუტო ჯიხურები 100 000 ლარით დააჯარიმა.  10 სუბიექტის  დაჯარიმების საფუძველი რეგისტრაციის და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევა გახდა. მათ შორის ზედამხედველმა  ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების 10-ზე მეტი ფაქტი გამოავლინა. თითოზე ჯარიმა 1 000 ლარია.

 

ასევე ვალუტის გადახურდავების პუნქტებში შიდა კონტროლი ვერ პასუხობდა  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებს.

 

გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, ვერ უზრუნველყოფდა საეჭვო ნიშნების გამოვლენას და ასევე პირების გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ ან/და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში. ეს მუხლი ყველაზე მაღალ  10 000 ლარიან სანქციას გულისხმობს.

 

როგორც დაჯარიმებული  შპს-ების (GT2, კოლხა ამირი, დეა, თეა, ანანო, ლუკა, გიგა, კაკტუსი)  წარმომადგენლებმა გვითხრეს, სებ-ი  უმეტეს შემთხვევაში მოლარეების  დატრენინგებას  ითხოვს. მოლარეს ფუნქცია მხოლოდ იდენტიფიკაცია, ვირიფიკაცია/კონვერტაციით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

 

დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევა, ფინანსუყრი მონიტორინგის სამსახურში რეგისტრაციის ვადის დარღვევა იყო, რაც სუბიექტს ლიცენზირებიდან 10 დღეში ევალება და სადაც  ჯიხური საეჭვოდ მიჩნეულ ტრანზაქციებზე გადასცემს ინფორმაციას. მაღალრისკია კლიენტურად მიიჩნევა სათამაშო ბიზნესი  საადვოკატო  საქმიანობა .

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები