| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელიც
ოთხშაბათს ჩავიდა უკრაინის ქალაქ ლვოვში, დღეს უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს
ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. გენერალური მდივნის ვიზიტის
ფონზე კრემლში ტერაქტზე ალაპარაკდნენ, რომელიც, მათი მტკიცებით, შესაძლოა ზაპოროჟიის
ატომურ ელექტროსადგურზე შეიძლება მოხდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა გაეროს გენმდივნის
ვიზიტის დროს „რეზონანსულ პროვოკაციას“ ამზადებს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე.
კრემლში დააზუსტეს, რომ ტერაქტი პარასკევს, 19 აგვისტოსაა დაგეგმილი. რუსეთის თავდაცვის
უწყება იმასაც ირწმუნება, რომ ატომური სადგურის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ რუსეთის
მძიმე შეიარაღება არ არის განლაგებული.
მანამდე ატომური სადგურის ტერიტორიიდან, როგორც უკრაინული მხარე აცხადებდა, რუსებმა არაერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss