ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება
17 აგვისტო, 2022, 14:48
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

თბილისი (GBC) - „ბახმაროსა" და „ნაბეღლავის" ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის ჩართულობით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება.

 

ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, ღონისძიება ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება.

 

წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება.

 

წყაროს წყალმა „ბახმარომ" გამარჯვებულებისთვის ფულადი საპრიზო ფონდიც დააწერა, რომელიც  15.000 ლარს შეადგენს. საპრიზო თანხებს გამარჯვებულებს ასევე გადასცემს  „ნაბეღლავი".

 

კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში ოთხი გარბენი შედგება, რომელთა მანძილი  1.200, 1.200, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენს.

 

რეგისტრაცია  18 აგვისტოს, 12 საათზე, ბახმაროში, დოღის სტარტთან გაიმართება. შეჯიბრება 19 აგვისტოს 13:00 საათზე დაიწყება.

 

ინფორმაციისთვის: ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები