ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მასკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე – „ვიხუმრე“
17 აგვისტო, 2022, 14:34
მასკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე – „ვიხუმრე“

თბილისი (GBC) – ილონ მასკმა აღიარა, რომ ხუმრობა იყო მისი განცხადება საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით და რომ „არავითარი სპორტული გუნდის შეძენას“ არ აპირებს. ამით მასკმა გუშინ საღამოს გავრცელებული განცხადება უარყო, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა.

ამის შემდეგ მასკმა კოკა–კოლის შეძენის სურვილიც უარყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოთქვა.

„მე არ ვიყიდი კოკა–კოლას, მიუხედავად ასეთი ნაბიჯის უსაზღვრო პოპულარობისა“, – დაწერა მასკმა ტვიტერზე.

თუმცა, ილონ მასკის ეს განცხადება და შემდეგ უარყოფა სასაცილო სულაც არ ყოფილა აშშ–ის ბირჟებისთვის. უოლ–სტრიტზე ამ ოთხშაბათს მანჩესტერ იუნაიტედის აქციების ფასი ცამდე ავარდა.

დღეისათვის ეს საფეხბურთო გუნდი ინგლისის პრემიერ–ლიგაში ბოლო ადგილზეა და ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი აქციები 24%–ით დავარდა. გუნდი ამ მომენტისთვის $2,8 მილიარდადაა შეფასებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები