ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის დაფინანსებით წალკაში ყველის საწარმო აშენდა
17 აგვისტო, 2022, 11:41
საქართველოს ბანკის დაფინანსებით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკსა და მცირე მეწარმის პარტნიორობით ახალქალაქში ყველის ქარხანა აშენდა. საწარმო 1200 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ქარხანაში თვეში საშუალოდ 3000-4000 კგ სულგუნი იწარმოება. პროექტის ჯამური ღირებულება 240 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი დაახლოებით  180 000  ლარს შეადგენს.

 

„მოხარული ვართ რომ ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, ახალქალაქში ყველის წარმოება დაგვეწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით  ავაშენეთ საწყობი, შევიძინეთ რძის გასაციებელი და ჩამოსასხმელი დანადგარები, მაცივრები და საწარმოს ინვენტარი. იმედი გვაქვს სამომავლოდ წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა მცირე მეწარმემ ემზარ გობაძემ.

 

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია, რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისება კი განსაკუთრებით საჭირო. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს შექმნას საწარმო და იფიქროს სამომავლო განვითარებაზე. მეწარმე უკვე წარმატებით ახორციელებს ყველის რეალიზაციას თბილისის მასშტაბით  სხვადასხვა მაღაზიებში. სამომავლოდ  კი სურს ქარხნული ყველის დამზადება და წარმოების გაფართოება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს რეგიონი“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები