| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ,,დუგლაძეების
ღვინის კომპანიის’’ თანამფლობელი ზაზა დუგლაძე ამბობს, რომ მიუხედავად უკრაინის ბაზრის
დაკეტვისა, ღვინის კომპანიები საექსპორტო პროდუქციას სხვა ქვეყნებზე გადაანაწილებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წელიწადში ღვინის ექსპორტის მოცულობა ვიწრო დიაპაზონში
მერყეობს, ზაზა დუგლაძე GBC-სთან საუბარში ამბობს, რომ რეკორდული მოსავალს ალტერნატიულ
ბაზრებზე გაიტანენ. მაგალითად: აზიურ ბაზარზე, ამერიკასა და ბრიტანეთში.
დუგლაძის განცხადებით,
90 თეთრი ყურძნის მინიმალური ღირებულება იქნება. შესაძლოა ხარისხიანი რქაწითლის ფასი
1.1 ლარსაც კი ასცდეს.
2018 წლიდან 2022 წლის
იანვარ-ივნისის პერიოდებში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 28.5 მლნ
ლიტრიდან 34.1 მლნ ლიტრამდე მერყეობს.
2022 წელს საექსპორტო
1 ლიტრი ქართული ღვინის ფასი საშუალოდ 2.9
დოლარია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით,
რთვლის სუბსიდირება წლევანდელ სეზონზეც განხორციელდება და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი
მინიმუმ 90 თეთრი იქნება.
აღნიშნული სუბსიდიისთვის
მთავრობა 150 მლნ ლარს გამოყოფს. წელს მთავრობა რეკორდულ 300 000 ტონა მოსავალს ელოდება.
ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში 1 კგ ყურძენზე სუბსიდიის მოცულობა 0,5 ლარს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss