| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, საქართველოში
მოქმედ ელევატორებში მეორე კვარტალში პროდუქციების/კულტურების რაოდენობამ 112.2 ათასი
ტონა შეადგინა. აქედან საკუთარი წარმოებისათვის 4 ათასი ტონა, შესყიდულმა შემდგომი
რეალიზაციისთვის 103 ათასი ტ, ხოლო მომსახურების სახით 5.2 ათასი ტონა შეადგინა. მეორე
კვარტალში ელევატორების მომსახურების საფასურმა 412 ათასი ლარი შეადგინა.
მეორე კვარტალში სამაცივრე
მეურნეობების მომსახურებით 311-მა მომხმარებელმა ისარგებლა. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა
კი 1267 ერთეულია. ამ პერიოდში სამაცივრე მეურნეობაში 75.1 ათასი ტონა პროდუქტი ინახებოდა.
სამაცივრე მეურნეობების მომსახურების საფასურმა 5 მლნ ლარი შეადგინა.
მეორე კვარტალში ცხოველთა
და ფრინველთა სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 982 შეადგინა. სულ წარმოებულმა
ხორცმა კი 12.9 მლნ კგ. ამ პერიოდში აღნიშნული მომსახურებით ისარგებლა 12 646-მა სუბიექტმა.
სასაკლაოებში 1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა 31,5 ლარი, ცხვრისა და თხის –
12,4 ლარი, ხოლო ღორის – 26,9 ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss