| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 12 აგვისტოს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს ,,თეგეტა მოტორსი’’ იგებს. ტენდერი გულისხმობს სააგენტოს ბალანსზე არსებული 99 ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას.
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 3 მლნ ლარია. ხელშეკრულების
მიხედვით, სააგენტოს მომსახურება უნდა გაეწიოს 2022 წლის 25 დეკემბრამდე.
მომსახურება უნდა განხორციელდეს თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში,
თელავში გორში და ზუგდიდში, პრეტენდენტის სერვის ცენტრებში. შემსყიდველის
მოთხოვნით მიმწოდებელს
სერვის ცენტრში
უნდა ჰქონდეს
ტექნიკური სამუშაოების
ჩასატარებელი ინფრასტრუქტურა (მაგ:
სამღებრო სერვისი, ვულკანიზაცია, გაჭიმვის
რობოტი და
ა.შ.)
ტენდერის პირობების მიხედვით,გაწეულ მომსახურებაზე და
შეცვლილ ნაწილებზე
უნდა ვრცელდებოდეს
გარანტია არანაკლებ
6 (ექვსი) თვე (გარდა
ხუნდებისა და საცხებ–საპოხი მასალისა).
შეგახსენებთ,
რომ ტენდერების მონიტორის მიხედვით, თეგეტა მოტორსს მონაწილეობა მიღებული აქვს 5217 ტენდერში და აქედან 2730-ში გაიმარჯვა. მოგებული
ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 137 მლნ ლარია.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000 -მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss