| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რუსულ
ბიზნესს გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით მწვავე პრობლემები აქვს სანქციების
და ეკონომიკის ვარდნის ფონზე, რომელიც, ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის
გასული საუკუნის 90–იანი წლების მაჩვენებლებს გაუტოლდება.
მაისის ბოლოსთვის რუსეთში
საწარმოების და ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებებმა 83,4 მლრდ რუბლი ($1,3
მლრდ) შეადგინა, ნათქვამია როსსტატის ოფიციალურ მონაცემებში. წლის დასაწყისიდან ეს
თანხა დაახლოებით გაორმაგებულია. გადაუხდელობის პიკი მარტში დაფიქსირდა – მალევე უკრაინაზე
რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
ყველაზე მეტი საგადასახადო
დავალიანება იმ კომპანიებს დაუგროვდათ, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე
მუშაობენ. ასეთი კომპანიების დავალიანება ომის დაწყების შემდეგ გახუთმაგებულია.
ნამდვილ საგადასახადო
უბედურების ზონად, როსტატის მონაცემებით, ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სექტორი გამოცხადდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი $100–ზე მაღალი იყო და ევროპაში ბუნებრივი გაზის
ფასი რეკორდებზეა გასული, კომპანიებმა 24,8 მლრდ რუბლის ($404 მლნ) დავალიანება დააგროვეს
5 თვეში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss