ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამგზავრო ბარათი საბანკო ბარათს მიებმება - კალაძე
16 აგვისტო, 2022, 12:04
სამგზავრო ბარათი საბანკო ბარათს მიებმება - კალაძე

 თბილისი (GBC) - თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამგზავრო ბარათი საბანკო ბარათში ინტეგრირდება. აღნიშნული ინიციატივა 1–ლი სექტემბრიდან ,,თიბისი’’ ბანკის და ,,საქართველოს ბანკის’’ ბარათებზე იმოქმედებს.

კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მაისში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო პროექტის გაშვებამ სექტემბერში გადაინაცვლა.


როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ორ ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი პირველი სექტემბრიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვებიან.

 

მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათი არ დასჭირდება და ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათში იქნება ინტეგრირებული.

 

„ჩვენ შემოვიღეთ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქშია დანერგილი და გვინდა, საუკეთესო მაგალითები პროექტების სახით თბილისშიც განვახორციელოთ. საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაისში გაკეთდებოდა, თუმცა, ბანკებთან მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო და დღეის მდგომარეობით, ყველაფერი შეთანხმებულია, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისი ბანკთან“. პირველი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება და სამგზავრო ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათზე იქნება მიბმული. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, აირჩიოთ ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი და ინტეგრირება გაუკეთოთ საკუთარ საბანკო ბარათზე. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, აბონემენტის უკვე საბანკო ბარათზე მიბმა შეეძლებათ. თუ სხვა ბანკები სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, მათ მუნიციპალიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები