| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს საფინანსო ინსტიტუტების
საბარათე მოწყობილობების რაოდენობა 2018 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ივნისამდე ჯამში
60 412 ერთეულით გაიზარდა და 96 253 მოწყობილობა შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, ამავე
პერიოდში გაზრდილია ბანკომატების, გადახდის პოს–ტერმინალების და ელ. კომერციის ტერმინალების
რაოდენობა. შემცირებულია პროვაიდერების პოს–ტერმინალების რიცხვი.
კერძოდ, ბანკომატების რაოდენობა თუ 2018 წლის იანვარში
2 214 ერთეული იყო, მიმდინარე წლის ივნისში ამ მაჩვენებელმა 2 882 შეადგინა.
სებ–ის მონაცემებით, გაცილებით შთამბეჭდავია გადახდის
პოს–ტერმინალების რაოდენობის ცვლილება – თუ 2018 წლის იანვარში მათი რიცხვი მხოლოდ
31 436–ს შეადგენდა, ივნისში ამ მაჩვენებელმა თითქმის სამჯერ მეტი – 83 197 ერთეული
შეადგინა.
ასევე შთამბეჭდავია ელ. კომერციის ტერმინალების რაოდენობის ზრდა – 2018–ის იანვარი – 771 ერთეული, 2022–ის ივნისი – 9 042.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss