| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ივლისში
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ
ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ
მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.
სებ–ის ცნობით, უცხოეთიდან
საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის,
საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე
24 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა. გზავნილების მოცულობის ზრდით, წინა წლის ივლისთან შედარებით, 1
244%–ით ბელარუსი ლიდერობს, საიდანაც საქართველოში $10,34 მლნ გადმოირიცხა.
2022 წლის ივლისში საქართველოდან
საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის
(26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss