| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 მლნ შემოსვლა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 %, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული მაჩვენებლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2021-2022 წლების II კვარტალებში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.
2022 წლის II კვარტალში
საერთაშორისო ვიზიტორების
რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია,
რაც წინა
წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით
189.4%-ით
არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში,
საერთაშორისო ვიზიტორების
მიერ განხორციელდა
749.3 ათასი ტურისტული ტიპის
ვიზიტი, რაც
145.0%-ით
მეტია წინა
წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო
ვიზიტორების 81.8% მხოლოდ ტურისტები
იყვნენ. მხოლოდ
ექსკურსანტების წილმა
14.8% შეადგინა,
ხოლო ვიზიტორების
3.5% იყო
როგორც ტურისტი,
ასევე ექსკურსანტი.
2022 წლის II კვარტალში
ვიზიტორების ყველაზე
დიდი რაოდენობა,
147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის
ფედერაციიდან, რაც
ვიზიტორების ჯამური
რაოდენობის 19.3%-ს
შეადგენს. მეორე
ადგილზეა თურქეთი
14.9%-იანი წილით, ხოლო
მესამეზე - სომხეთი
12.1%-იანი წილით. შესაბამისად,
ვიზიტების ყველაზე
დიდი რაოდენობა
განხორციელდა რუსეთის
ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის
(158.3 ათასი) და სომხეთის
(136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss