ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ–მა წლის განმავლობაში $211,6 მლნ იყიდა – ლარი 12,3%–ით გამყარდა
15 აგვისტო, 2022, 10:46
სებ–მა წლის განმავლობაში $211,6 მლნ იყიდა – ლარი 12,3%–ით გამყარდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2022 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 7.3%-ით გაიზარდა და 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვების ზრდამ 6.0% (+234.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. სებ-მა Bmatch-ის პლატფორმის საშუალებით 110 მლნ აშშ დოლარი შეიძინა ივლისში. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას. ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის 10 აგვისტოს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 211.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ამავე პერიოდში ლარი აშშ დოლარის მიმართ 12.3%-ით არის გამყარებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები