ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან თიბისი კონცეპტში
12 აგვისტო, 2022, 16:12
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან თიბისი კონცეპტში

თბილისი (GBC) - თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ამერიკელ ფოტოდოკუმენტალისტ ჯონ სტენმეიერთან საჯარო შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა მარჯანიშვილის 7 ნომერში, 15 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს ჯონ სტენმეიერის მიერ დაგროვილ გამოცდილებაზე, რომელიც მან ნამუშევრების შექმნის პროცესში შეიძინა. ასევე, ფოტოდოკუმენტალისტი მსმენელს მოუთხრობს თავის შემოქმედებაზე.  ჯონ სტენმეიერი ამერიკელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოსააგენტო „VII” თანადამფუძნებელია. 15 წლის მანძილზე იგი ექსკლუზიურად თანამშრომლობდა National Geographic-თან, რა დროის მანძილზეც მან 19 განსხვავებულ ფოტოპროექტზე იმუშავა.

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს ცნობილ თუ დამწყებ ხელოვანებთან შეხვედრებს. თიბისი  არსებობის 30 წლის მანძილზე, არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერი გახდა, რომელთა მეშვეობითაც ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების პოპულარიზაციას ეწყობა ხელი. ხელოვანებთან შეხვედრები კი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები