| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა ექნება.
ADPI-ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას 2022 წლის ბოლოს დაასრულებენ.
გეგმაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანია ADP Ingénierie (ADPI) მუშაობს. კომპანიის დელეგაციას და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძეს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ავიაციისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ აეროპორტს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს. „თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიანი გენერალური გეგმა ექნება და ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის ზრდა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
„ტავ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss