| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – 22 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს შპს ,,თეგეტა
მოტორსი’’ იგებს.
ტენდერის მიხედვით თეგეტა მოტორსი სამინისტროს ბალანსზე
არსებულ 9 ავტომობილს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ტექნიკურად მოემსახურება.
ტენდერის ღირებულება ჯამურად შეადგენს 1 მლნ ლარს,
თუმცა შემსყიდველი თანხას გადაიხდის კონკრეტული სამუშაოების შესაბამისად.
აღნიშნული მომსახურება უნდა
განხორციელდეს ქ.თბილისში, ქ.
ქუთაისში და
ქ. ზუგდიდში
პრეტენდენტის სერვის
ცენტრებში. შემსყიდველის მოთხოვნით მიმწოდებელს სერვის ცენტრში
უნდა ჰქონდეს ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებელი ინფრასტრუქტურა (მაგ: სამღებრო სერვისი,ვულკანიზაცია,
გაჭიმვის რობოტი და ას.შ.).
ტენდერების მონიტორის
მიხედვით, თეგეტა მოტორსს მონაწილეობა მიღებული აქვს 5217 ტენდერში, აქედან 2730-ში
კი გაიმარჯვა. მოგებული ტენდერების
საერთო სავარაუდო
ღირებულება : 137 მლნ ლარია.
შპს თეგეტა მოტორსის
99% ეკუთვნის შპს ,,თი ჯი
ემ ჯგუფს’’,
რომლის მფლობელთა სტრუქტურა ასეთია:
თემურ კოხოძე 92.1%.
მარინე მუმლაძე
3.95%.
გიორგი მშვილდაძე
3.95%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss