ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციაზე ₾33.7 მლნ დაიხარჯება
10 აგვისტო, 2022, 12:59
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციაზე ₾33.7 მლნ დაიხარჯება

თბილისი (GBC) - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 33.7მლნ ლარია.

სარესტავრაციო სამუშაოები მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას, ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს  მდებარე  მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერებას, ინტერიერში ოთახების აღდგენა-რეატავრაციას, მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, კარ-ფანჯრების განახლებას, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა-აღდგენას, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 5 000-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები