ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მომსახურების ექსპორტმა $2.5მლრდ,ხოლო იმპორტმა $1.8 მლრდ შეადგინა
10 აგვისტო, 2022, 11:26
მომსახურების ექსპორტმა $2.5მლრდ,ხოლო იმპორტმა $1.8 მლრდ შეადგინა

თბილისი (GBC) - 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა $2.5  შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 61.2%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - $1.8 მლრდ და შესაბამისად 25.2 %-ით  აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა $724 მლნ. შეადგინა, რაც თითქმის 6-ჯერ მეტია 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე. მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლებს ასახავს ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება.


 2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა $1.2მლრდ რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9%- შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება $822.6 მლნ. (მთლიანი ექსპორტის 32.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება $215.9 მლნ. (შესაბამისად 8.5%).



2021 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა $1.1 მლრდ და მთელი იმპორტის 59.6 % შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს $184.1 მლნ. (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება $119.3 მლნ. (იმპორტის 6.5%).

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს მომსახურების მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.




2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.4 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი ($365.5 მლნ.), აზერბაიჯანი ($242.1 მლნ.) და უკრაინა ($206.7 მლნ. ).

2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 53.6% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: ჩინეთი ($344.7 მლნ.), ირანი ($121.5 მლნ.) და თურქეთი ($102.3 მლნ.)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები