ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გარდაბანში გაჯის საწარმოებში დაჯარიმდნენ
10 აგვისტო, 2022, 11:06
გარდაბანში გაჯის საწარმოებში დაჯარიმდნენ

თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მათმა თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოების - შპსდენმარკი" და  შპსსამგორი ველი" ინსპექტირება განახორციელეს

ინსპექტირებით დადგინდა, რომ საწარმოები არ ასრულებენატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ ახდენენ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს ინსტრუმენტული მეთოდით.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების შემოწმებას რეგულარულად ახორციელებს. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთეკონომიკის განვითარება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით უნდა მოხდეს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

საწარმოების მიმართ შედგენილია ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76(1) მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20 000 ლარის ოდენობით.

მასალები განსახილველადშესაბამის სასამართლოში გადაიგზავნება

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები