| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ტურისტული ნაკადები იზრდება.
ივლისში ქვეყანას საქართველოს 718 401 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2021 წლის ივლისთან შედარებით 177%-იანი ზრდაა. საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3%-ია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც 115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6%-ით არის აღდგენილი.
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა.
2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, 162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9%-ით არის აღდგენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss