ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ლაგოდეხში გლემფინგ კარვები და ხის კოტეჯები მოეწყო
9 აგვისტო, 2022, 10:14
ლაგოდეხში გლემფინგ კარვები და ხის კოტეჯები მოეწყო

თბილისი (GBC) - ლაგოდეხში ტურისტული სივრცე მოეწყო. გლემფინგ კარვები და ხის კოტეჯები კომპანიამ "სამი ტბა" მოაწყო.

პროექტის განხორციელებაში 210 000 ლარია ინვესტირებული და აქედან სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168 000 ლარია.

სოფლის განვითარების პროგრამით სულ დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მლნ ლარს აღემატება.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები