ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ახალი უნიკალური პროფესია - აგროდრონის პილოტებისთვის ვებინარი იმართება
9 აგვისტო, 2022, 09:32
ახალი უნიკალური პროფესია - აგროდრონის პილოტებისთვის ვებინარი იმართება

თბილისი (GBC) - სასოფლო-სამეურნეო დრონების გამოყენების შესწავლის მსურველებისთვის ვებინარი იმართება.

ტრენინგი "უპილოტო ტექნოლოგიები მებაღეობისა და ბოსტნეულის მოყვანაში: გამოყენების შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" FAO-სა და EBRD-ის ორგანიზებით პროექტის Fruit Trade Development Project ფარგლებში 27 სექტემბერს (კიევის დროით 10:00 საათზე) გაიმართება. ორგანიზატორებს შორისაა EastFruit, Sapienza Media. 

საინფორმაციო პორტალის east-fruit.com-ის ცნობით, ტრენინგზე დასწრება უფასოა და მსურველებმა კი რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ.

ტრენინგზე განიხილება რამდენად მარტივია დრონის მართვა და რა პირობებში შეუძლია საწარმომ განიხილოს დრონების საკუთარი ფლოტის შეძენა და როდის ჯობია აუთსორსინგის გამოყენება.

ტრენინგზე გამომსვლელი Dron Agronom-ის დამფუძნებელი იაროსლავ ფედორიშინი გაუძღვება, მისი გამოსვლის თემა იქნება ამ დეფიციტური პროფესიის, სასოფლო-სამეურნეო დრონის პილოტის სპეციალობის თავისებურებებს შეეხება.

„ამჟამად, უკრაინაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დრონის პილოტების რაოდენობა ცოტაა, თუმცა ინტერესი ამ სპეციალობაზე იზრდება. მაგალითად, უკრაინაში უკვე იქმნება სკოლები სასოფლო-სამეურნეო დრონების პილოტებისთვის. ჩვენ Dron Agronom-შიც შევქმენით ასეთი სკოლა და ვამზადებთ სპეციალისტებს (მინიმალური კურსი გრძელდება 5 დღე). ომთან დაკავშირებით, დრონების მიმართ ინტერესი გაიზარდა, შესაბამისად, სულ უფრო და უფრო მეტი პილოტია დაინტერესებული. ერთი მხრივ, ეს პროფესია ახალია და არასაკმარისად გავრცელებული, მეორე მხრივ კი მოთხოვნაა და სპეციალისტების რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება“, – ამბობს იაროსლავ ფედორიშინი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები