| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
– BP-ს კვარტალური ანგარიშის მიხედვით 2006 წლის ივნისიდან
2022 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით 1768 კნ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის(BTC) მისადენმა ჯამში 3.9მლრდ ბარელი
ნედლი ბავთობი გაატარა.
2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 107 მილიონი ბარელი (14.1 მილიონ ტონაზე მეტი) BTC-ს მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 148 ტანკერში ჩაიტვირთა.
2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ს საოპერაციო დანახარჯი 49 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 9 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.
BP-ს
ბიზნესის განვითარების პროგრამაზეც მუშაობს და ის ამჟამად მე-4 ფაზაშია. 121 ადგილობრივ
თემში პროგრამის ბიუჯეტი 650,000 აშშ დოლარია. მისი განხორციელება 2022 წლის იანვარში
დაიწყო და 2026 წლის იანვარში დასრულდება. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
მილსადენების გასწვრივ მცხოვრები თემების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას როგორც
მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობით ასევე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის გაფართოების საშუალებით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 141 ბიზნესის ხელშეწყობა, მათ შორის 123 ახალი ბიზნესის
ჩამოყალიბება და 18 არსებული ბიზნესის გაფართოება. შეიქმნება 150 სამუშაო ადგილი თვითდასაქმებულთათვის.
დღევანდელი მონაცემებით 26 ბიზნსია შერჩეული დასაფინანსებლად.
BP ლაგოდეხის
დაცულ ტერიტორიაზე ახორციელებს ახალი პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა შემეცნებითი საფეხმავლო
ბილიკი. ბილიკი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი დანიშნულების. პროექტის
ბიუჯეტი 25 000 აშშ დოლარია. პროექტის განხორციელება დაიწყო 2022 წლის მაისში და
2022 წლის დეკემბერში დასრულდება.
The BTC Co.-ს აქციონერები არიან: bp (30.1%); SOCAR (25.00%); MOL (8.90%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5.00%); TotalEnergies
(5.00%), ITOCHU (3.40%); INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss