ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისში შეკიდული ჭერების საწარმო „როლფ ჯორჯია" გაიხსნა
5 აგვისტო, 2022, 15:49
თბილისში შეკიდული ჭერების საწარმო „როლფ ჯორჯია გაიხსნა

თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო „როლფ ჯორჯია" გაიხსნა.

საწარმო პარასკევს, 5 აგვისტოს გაიხსნა.

საწარმო, რომელიც თბილისში მდებარეობს, მეტალის უჯრედულ შეკიდულ ჭერებს აწარმოებს. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 170 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო, ხოლო პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 450 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მომავალში სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავენ.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში" აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ ეტაპზე სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ჯამურად 1500-ზე მეტი პროექტია მხარდაჭერილი და სხვადასხვა პროგრამებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფაა განხორციელებული. „როლფ ჯორჯია"  ერთ-ერთი ასეთი საწარმოა, რომელიც „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით შეიქმნა.  მნიშვნელოვანია, რომ კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებდა ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე აქვს პოტენციალი, გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საწარმოს გახსნას დაესწრო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები