| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)
- მონეტარული პოლიტიკის პრეზენტაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მონეტარული
პოლიტიკის ანგარიში წარადგინა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, თუ ინფლაცია
4-6 კვარტლის შემდეგ იქნება მიზნობრივ 3%-ზე მეტი, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. ხოლო თუ მიზნობრივ
3%-ზე დაბალი დაფიქსირდა, შესაბამისად პოლიტიკა შერბილდება.
მესტვირიშვილი
ქვეყანაში მიმდინარე მაღალ ფასებს საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. მისი განცხადებით, მიწოდების მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო, რომელიც
კოვიდ პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების
შოკები შექმნა.
მონეტარული
პოლიტიკის გამკაცრებას მესტვირიშვილი 2019
წლის 2–ე ნახევრიდან არსებული მაღალი ინფლაციისგან გამოწვეულ მოლოდინებით ხსნის. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე ხედავს საჭიროებას, რომ დარჩეს მკაცრი განაკვეთი.
ვიცე–პრეზიდენტის
განცხადებით, ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი დონე, მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო
განაკვეთის გადაცემის მექანიზმს ასუსტებს. შესაბამისად სებ-მა სხვა მექანიზმების გამოყენება
გადაწყვიტა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დაკრედიტების მაღალი დონის შემცირებას. სამომხმარებლო
სესხების ვადიანობა 4 წლის ვადიდან 3 წლამდე შემცირდა. ეს დადგენილება 1
წლის განმავლობაში იმოქმედებს.
მესტვირიშვილის
აზრით, ეს ინიციატივა ემსახურება ინფლაციაზე ზეწოლის შემცირებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss