ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში კენკრის მოსავლისთვის მობილური მაცივრები შემოიტანეს
5 აგვისტო, 2022, 12:20
საქართველოში კენკრის მოსავლისთვის მობილური მაცივრები შემოიტანეს

თბილისი (GBC) - ქართული კომპანია Agritouch სამაცივრე მოწყობილობების მწარმოებელი თურქული კომპანიის SAGI Muhendislik პარტნიორი გახდა. შედეგად ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა – მოსავლის შესანახი მობილური მაცივარ–კონტეინერები. ამის შესახებ გამოცემა  EastFruit წერს.

ასეთი მაცივრის მთავარი უპირატესობებია:

–             არ საჭიროებს ინფრასტრუქტურულ ხარჯებს;

–             მობილურობა;

–             ტემპერატურული რეჟიმი კონკრეტულ კულტურაზე ადაპტირდება.

მაცივრების ასამუშავებლად მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდებაა საჭირო.

Agritouch–ის დამფუძნებლის ეკატერინე ვეფხვაძის თქმით, ასეთი ტიპის მაცივრებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა როგორც მწარმოებლების, ისე ტრეიდერების მხრიდან, ვინაიდან მაცივარ–კონტეინერის გამოყენება ხილისა და კენკრის მთელი სეზონის განმავლობაშია შესაძლებელი. მიმდინარე თვეში კომპანია ქართულ ბაზარს ორ მაცივარ–კონტეინერს მიაწვდის.

მაცივარ–კონტეინერის ფასი 20–31 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობს და ფასი კონტეინერის მოცულობასა და ტემპერატურის დიაპაზონზეა დამოკიდებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები