| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)
- ივლისში
წლიურმა ინფლაციამ
11.5% შეადგინა, ხოლო ივნისთან
შედარებით სამომხმარებლო ფასებმა
0.2%-ით მოიმატა.
ეროვნული ბანკი თავის აგვისტოს ყოველთვიურ
პუბლიკაციაში სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის მთავარ მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომს
ასახელებს.
სებ-ის განცხადებით ივლისში, წლიურ
ინფლაციაზე ყველაზე
დიდი გავლენა
კვლავ სურსათის
ჯგუფს ჰქონდა
(4.7 პროცენტული პუნქტი (პპ)),
საიდანაც პურზე
(წლიური ინფლაცია
- 27%), ყველზე (17%) და ქათმის
ხორცზე (24%) ფასების მატება
გამოირჩეოდა , ხოლო
ამ პროდუქტების
წვლილი წლიურ
ინფლაციაში, შესაბამისად,
1.0 პპ, 0.4 პპ და
0.2 პპ იყო. ბოლო
დროს, მსოფლიო
ბაზრებზე ნავთობის
ფასების პოზიტიური
დინამიკისა და
ლარის გაცვლითი
კურსის გამყარების
მიუხედავად, კვლავ
მაღალ ნიშნულზეა
საწვავის ფასები,
რასაც ჯამში
წლიურ ინფლაციაზე
1.8 პპ-იანი გავლენა
აქვს.
ბანკის განცხადებით საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 7.0% შეადგენდა.
სებ-ის განცხადებით იმპორტირებულ ინფლაციას ბოლო თვეების
განმავლობაში კლების ტენდენცია აქვს. ივლისში იმპორტირებულმა ინფლაციამ 13.3% შეადგინა.
ადგილობრივი წარმოების ინფლაციამ კი 12.8%-შეადგინა.
სებ-ი ამ ზრდას მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულის ფასებს ზრდას უკავშირებს,რომელიც საქართველოში პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება და მაგალითად მოყავს პური და პურპროდუქტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss